დავით გაბაიძე იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის — Athena: Critical Inquiries in Law, Philosophy and Globalization — გარე ექსპერტად შეარჩიეს.
დავით გაბაიძე იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის — Athena: Critical Inquiries in Law, Philosophy and Globalization — გარე ექსპერტად (External Expert) შეარჩიეს.
ჟურნალის გარე ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფში ექვსი ექსპერტია წარმოდგენილი: ორი იტალიიდან, ორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ერთი თურქეთიდან და ერთი საქართველოდან.
ჟურნალის ოფიციალურ გვერდზე დავით გაბაიძე წარმოდგენილია, როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოდან.
დავით გაბაიძე მადლობას უხდის ჟურნალის სარედაქციო გუნდს ნდობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის.
ოფიციალური წყარო: https://athena.unibo.it/external-experts
