ბიოგრაფია / პროფესიული გზა

ბიოგრაფია და პროფესიული გზა

← მთავარ გვერდზე დაბრუნება

01 / ბიოგრაფია

სამართალი, განათლება
და საჯარო სამსახური

პროფესიული გზა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

პედაგოგიური საქმიანობა ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში

საადვოკატო საქმიანობა; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი

აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიულ და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ხელმძღვანელი პოზიციები

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — IV, V და VI მოწვევები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი

სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

დავით გაბაიძე — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი და საჯარო პირი.

დაიბადა 1980 წლის 10 აგვისტოს, სოფელ ხიხაძირში. 2002 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჩაბარებული აქვს ადვოკატის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, როგორც საერთო, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობდა ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სალექციო კურსებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უნივერსიტეტებში. 2022 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

2016–2017 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. 2016–2026 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი. 2015 წლიდან ევროპის რეგიონთა ასამბლეის რეგიონული ექსპერტია. 2026 წლის მაისიდან არის სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

სრული ბიოგრაფია ქართულ ვიკიპედიაში ↗