დავით გაბაიძე
← სიახლეები

სიახლეები

დავით გაბაიძე - გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!

დავით გაბაიძე - გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველია.

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველია. იგი განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზების პრინციპებს, განამტკიცებს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ქმნის საერთო სამართლებრივ სივრცეს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო და საზოგადოება ფუნქციონირებენ.

კონსტიტუცია მხოლოდ უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი არ არის — იგი სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის დადებული უმთავრესი საზოგადოებრივი შეთანხმებაა. მისი ძალა კი არა მხოლოდ ტექსტში, არამედ მის საყოველთაო პატივისცემაში, დაცვასა და ყოველდღიურ აღსრულებაში ვლინდება.

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მქონდა პატივი და ბედნიერება, 2016–2017 წლებში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის სტატუსით, მონაწილეობა მიმეღო საქართველოს კონსტიტუციის ძირეულ გადასინჯვასა და მისი ახალი რედაქციის შემუშავებაში. კომისიის მუშაობის ფარგლებში ასევე შემუშავდა და შემდგომში მიღებულ იქნა საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ — ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი დოკუმენტი. ეს იყო მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის, ჩვენი რეგიონისა და მომავალი თაობების წინაშე.

კონსტიტუციის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

დაე, კონსტიტუციის პატივისცემა ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და დემოკრატიული განვითარების საფუძველი იყოს.